ბაზრის დირექტორი განაწყენდა და ტელეფონი გათიშა

დავით ცხვარაძე

„ ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე ბაზრის ხელმძღვანელი მის მოვაჭრეებს ქუჩაში პროდუქტის რეალიზაციაში ხელს უწყობს „

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე გიორგაძის ბაზარში მომუშავე რეალიზატორები გარევაჭრობას ეწევიან, მათივე თქმით მათ ბაზრის დირექცია ხელს უწყობთ და როგორც ბაზარში, ისე ისე ქუჩაში დახლის ფულს ხელმძღვანელს უხდიან.

ამ ინფორმაციას ბაზრიდან გამოსული რეალიზატორი გვიყვება, რომელიც ქუჩაში ღია ცის ქვეშ რძის პროდუქტსს ყიდის, თუმცა ბაზარში დახლს მაინც ამუშავებს და ორმაგ ვაჭრობას ხელმძღვანელის ხელშეწყობით ეწევა.

ის ვინც კანონს უნდა აწესრიგებდეს დღეს თავად ხდება კანონდამრღვევი? geomediatv.ge ბაზრის ხელმძღვანელს, კახა გიორგაძეს დაუკავშირდა, თუმცა ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ.

კითხვაზე:

„ბატონო კახა, ამბობენ,რომ თქვენივე რეალიზატორები ქუჩაში თქვენივე ხელშეწყობით რეალიზაციას ეწევიან, ყიდიან რძის პროდუქტებს. ხართ თუ არა საქმის კურსში და რამდენად რეალობას შეესაბამება აღნიშნული?გიორგაძე განაწყენდა  და ტელეფონი გათიშა.