„რა მოხდა 2015 წლის 17 ივნისს ქუთაისში…“ – აქცია თეთრ ხიდთან

თეთრი ხმაურის მოძრაობა დღეს ქუთაისში, თეთრ ხიდთან აქციას გეგმავს. მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქცია მიმართულია სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებების გასაპროტესტებლად.

შეკრება სიმბოლურად ლევან აბზიანიძის გარდაცვალებიდან 2 წლისთავს უკავშირდება.

რა მოხდა 2015 წლის 17 ივნისს ქუთაისში – ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.თეთრი ხმაურის მოძრაობამ გუშინ პოლიციის მიერ 26 წლის ბაჩო სირაძის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფომრაცია.

მათი თქმით, სირაძის დაკავებაში სწორედ ის პოლიციელები მონაწილეობდნენ, რომლებმაც რამდენიემე დღის წინ იგივე ბრალდებით რეპერები დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შსს მინისტრისადმი მიმართვა გაავრცელა დაკავებულის მამიდამ, მაია სირაძემ და შერჩევითი სამართლის დასრულება მოითხოვა. მან ასევე ღიად დაადანაშაულა ბაჩოსირაძის დაკავებაში პრეზიდენტის ოჯახი.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a0/