ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

ეროვნული ბანკი მეწარმეებს შეახსენებს, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან საქონლის ან მომსახურების ფასი მხოლოდ ლარით უნდა იყოს გამოხატული.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კანონის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

„კანონის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი, მოუწოდებს მეწარმეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები.