გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ნაცემია! – ადვოკატი თავდამსხმელს ასახელებს

დავით ცხვარაძე

გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ნაცემია!

ამ ფაქტს ოჯახის ადვოკატიც ადასტურებს. გურამ იმნაძის ინფორმაციით, ნონა სტურუას გუშინ, გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისი შვილის თვითმკვლელობის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხული ერთ-ერთი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ადვოკატისთვის ზუსტი მოტივე უცნობია, თუმცა ვარაუდობს, რომ მოძალადის ქმედება მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

ადვოკატის განმარტებით, ცემის ფაქტს სამტრედიის პოლიცია იძიებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ საჭიროა გამოძიება მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს, ვინაიდამნ სტურუების ოჯახი ადგილობრივ პოლიციას უნდობლობას უცხადებს.

რაც შეეხება ნონა სტურუას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება..ქალბატონს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც.

სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს სამართალდამცველები მე-5 დღეა უშედეგოდ ეძებენ. 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, თუ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ყოფილ სამართალდამცველს ვერ დააკავებენ, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.

კომენტარის დატოვება