ნიკა მემანიშვილი: მღებრიშვილს სძინავს? სახელმწიფო რატომ სდუმს?

უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტს ეხმიანება:

-„ამ ოჯახის ტრაგედიას კიდევ ეს უნდა? რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო? მღებრიშვილს სძინავს? მოაცილეთ სამტრედიის პოლიციის უფროსი სანამ კიდევ სხვა უბედურება არ მომხდარა!!!!

იმის ნაცვლად რომ შვილის მკვლელი დაიჭირონ შვილმკვდარ დედას ცემენ ეს არამზადები და სახელმწიფო ამაზე დუმს ამაზე მეტი მარაზმი რა გინდათ? ამისთვის ვიბრძოდით? საბრალო ირინა ენუქიძე მახსენდება ამ ყველაფერზე რამდენს იბრძოდა შვილის მკვლელები რომ დასჯილიყვნენ მაგრამ ამაოდ. სანამ დროა დაიჭირეთ მკვლელი პოლიციელი გაათავისუფლეთ პოლიციის უფროსი ნიკა საჯაია და დაიწყეთ რეალური ფუნდამენტური ცვლილებები სისტემაში წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი საშინელებები მოხდება!“

კომენტარის დატოვება