თბილისი წელსაც მოირთვება საახალწლო “ილუმინაციებით”…

კახა კალაძე

თბილისის მერი

-„მსოფლიო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. მათ შორის, თბილისი, საქართველო, აქ მცხოვრები ადამიანები. ვხედავთ, როგორ შეიცვალა სამყარო, ყველას შეგვეხო უხილავი მტერი, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, მაგრამ რა ვქნათ, ჩავიქნიოთ ხელი, არ ვიფიქროთ მომავალზე? არ ვიბრძოლოთ უკეთესი და უსაფრთხო ხვალინდელი დღისთვის? ჩემი პასუხი მარტივია – თბილისი წელსაც მოირთვება საახალწლო “ილუმინაციებით”. ეს იქნება მოკრძალებული, მაგრამ იქნება ულამაზესი. თბილისელები ახალ 2021 წელს სიხარულით და იმედებით შეხვდებიან. ამ ქალაქში არასდროს დაისადგურებს სიბნელე. საქართველო, თბილისი, არასოდეს დაბრუნდება წარსულში და სიბნელეში. მინდა იცოდეთ, არავის არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს. ყველა ხარჯი, რაც დედაქალაქის ბიუჯეტმა გაიღო, ხმარდება თბილისს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი დედაქალაქის იმიჯს. მჯერა, რომ 2021 წელი იქნება გამარჯვების წელი, ჩვენ დავძლევთ გამოწვევებს და თბილისი ისევ გახდება თავგადასავლების, აღმოჩენების, სიახლეების ადგილი“