„რას მოიგებთ ჩემთან დაპირისპირებით შემოდგომით კარგად დაითვალეთ!“

„გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ“ – განაცხადა ჟურნალისტებთან  ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ “ცენტრისტების” ირგვლივ ატეხილი სკანდალის კომენტირებისას. მისმა სიტყვებმა როგორც სჩანს საკმაოდ გააღიზიანა ლადო ბედუკაძე.

-„ახია, მეტის ღირსი ვარ, ვირო- მადლის ეპიზოდია..
არარაობაც ვყოფილვარ ..
იმიტომ, რომ წლების მანძილზე სიცრუეზე აგებული ქვეყანა ხუხულასავით თავზე გექცევათ,
კვლავ უსუსური დაპირებებით ცდილობთ 4 წლით საზოგადოების მოტყუებას?!
არამგონია გამოგივიდეთ თქვენივე გათვლებით 15 % პარტიას!
ხალხი ყველაფერს ხედავს, აანალიზებს, რას მოიგებთ ჩემთან დაპირისპირებით შემოდგომით კარგად დაითვალეთ!
იკითხვათ – რა მრჯიდა, რა ძალა მედგა, რა მინდოდა წვენებში?!
სწორედ, რომ ახი იყო თქვენზე სააკაშვილი, რომელიც ჩარეცხილებს გეძახდათ და პოლიტიკური მიწისქვეშეთიდან თავებს არ გაყოფინებდათ!
ცკ-ს ინსტრუქტორი უპირველსყოვლისა თავაზიანი უნდა ყოფილიყო, მაგარმ..-პასუხობს დეპუტატს ბედუკაძე.

“ცენტრისტების” ლიდერი მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავარ პროკურორს აკისრებს.

-“გუშინ მაესტროს ეთერით ” ქართული ოცნების ” ერთ- ერთმა ლიდერმა წინასწარ, სასამართლოს თუ ცეესკოს მაგიერ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება”ცენტრისტების” აკრძალვის შესახებ, ამავე დღეს მიხსნიან სახელმწიფო დაცვას, ალბათ, საქართველოს კანონმდებლობა რომ ითვალისწინებდეს მოქალაქეობასაც ჩამომართმევდნენ…
საჯაროდ ვაცხადებ, ჩემს მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს მთავარ პროკურორს”-აცხადებს ბედუკაძე.

კომენტარის დატოვება