გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის 66 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში, დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების ანტირეკორდი დაფიქსირდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 66 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 335 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 5 497 795 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 768 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.