ირაკლი ქადაგიშვილი – ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, როგორ წაიყვანოს საქმე ისე, რომ სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, არამედ, თუ პატიმრის უფლებები ირღვევა, დაიცვას

ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, როგორ წაიყვანოს საქმე ისე, რომ პატიმარი სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, მისი საქმე უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ თუ პატიმარ სააკაშვილის უფლებები ირღვევა, ეს უფლებები დაიცვას, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნინო ლომჯარია ზე სიმართლის თქმა მასზე შტურმის მიტანას არ ნიშნავს.

„ჩვენ შტურმი კი არ მივიტანეთ, იმ სიმართლეს ვამბობთ, რომელიც ზედაპირზე დევს. აქედან გამომდინარე, სიმართლის თქმა შტურმის მიტანა არ არის. ნინო ლომჯარია არის სახალხო დამცველი და არა ერთი პოლიტიკური აქტორის ინტერესების გამტარი. ნინო ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, როგორ წაიყვანოს საქმე იქით, რომ პატიმარი სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, მისი საქმე უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ თუ პატიმარ სააკაშვილის უფლებები ირღვევა, ეს უფლებები დაიცვას და არ უნდა აკეთოს იმგვარი განცხადებები და ქმედებები, რომ რამენაირად დაიხსნას სააკაშვილი პატიმრობიდან,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.