63 ორგანიზაციას ჯარიმა დაეკისრა, 35-ს კი გაფრთხილება მიეცა…

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის მიერ შემუშავებული ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა სამართალდარღვევის 221 ფაქტი, 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, 35-ს კი გაფრთხილება მიეცა.

რამდენიმე საჯარო და კერძო დაწესებულებას დაევალა მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანიზაციულ ტექნიკური ზომების გატარება.

გარდა ამისა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობისას, ინსპექტორმა 47-ჯერ არ გასცა თანხმობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს შეფასებები უკვე მოჰყვა კანონმდებლების მხრიდან.

„ეს შეიძლება ორი ასპექტით შეფასდეს, ერთ რომ რაღაც დარღვევები კიდევ ხდება და მეორე რომ მექანიზმი არსებობს ქვეყანაში, რომელიც აკონტროლებს პირადი მონაცემების დაცვას და ეს მისასალმებელია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

თამარ ქალდანთან კითხვები აქვს ოპოზიციასაც. ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ მათ ძირითადად  ფარულ მიყურადება მოსმენებთან მიმართებაში მოქალაქეთა დაცულობა აინტერესებთ.  განცხადებები მოსმენების კანონთან დაკავშირებითაც გაკეთდება.

ნაციონალურ მოძრაობაში კი მიაჩნიათ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.