ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე სხდომა დღეს გაიმართება

,,თიბისი” ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე ბრალდებულმა მხარეებმა შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვან . მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 7000 000 – 7000 000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული . მათ 24 ივლისს ბრალი ჯგუფურად წარედგინა 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის რეალიზაციის ფაქტზე .