არავითარი კონსკულტაციები ჩემსა და ბატონ უსუფაშვილს შორის არ გამართულა

F-news

ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი

-„ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია ჩემი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკურ ალიანსზე.

ამის შემდეგ ბევრმა ადამიანმა დამირეკა/მომწერა და მხარდაჭერა გამოხატა. მადლობა ყველა მათგანს, თუმცა მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არავითარი კონსკულტაციები ჩემსა და ბატონ დავით უსუფაშვილს შორის არ გამართულა. ამ პოლიტიკური ერთობის შესახებ მეც თქვენსავით ტელევიზიით გავიგე.

ვაგრძელებ მუშაობას აკადემიურ სფეროში, მომწონს რასაც ვაკეთებ და ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი საქმეა“.