„რუსეთი თუ გაღიზიანდება, ცივი წყალი დალიოს…“

ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ფიქრობს, რომ ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება უკან იქნეს გაწვეული.

-„რუსეთი აწარმოებდა იმ სახელმწიფოების მოსყიდვას, რომლებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარეს, ასე რომ, თუ საქართველოს ნაბიჯი ვენესუელასთან დაკავშირებით გააღიზიანებს რუსეთს, ცივი წყალი დალიოს. არის შანსი იმისა, რომ ახალმა ადმინისტრაციამ, ახალმა ხელისუფლებამ აბსოლუტურად უკანონო აღიარება უკან გაიწვიოს. ეს არის მიღებული პრაქტიკა“.