ევროპის ქვეყნების ულტიმატუმი ნიკოლას მადუროს

ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი ხუან გუაიდოს ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებენ და ნიკოლას მადუროს ულტიმატუმს უყენებენ, რომ ქვეყანაში მომდევნო 8 დღის განმავლობაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

თავად გუაიდო ვენესუელის ყოფილ მმართველთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისი თქმით, ის მადუროსთან ყალბ დიალოგს არასდროს დათანხმდება.