ჩინეთის პრეზიდენტი – კონფლიქტი და დაპირისპირება არავის ინტერესში შედის, მშვიდობა და უსაფრთხოება არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაზე მეტად უნდა დააფასოს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და მსოფლიოს ორმა წამყვანმა ეკონომიკამ, ჩინეთმა და აშშ-მა არამხოლოდ უნდა წარმართონ ურთიერთობები სწორ გზაზე, არამედ უნდა აიღონ თავისი წილი საერთაშორისო პასუხისმგებლობა და იმუშაონ მსოფლიო მშვიდობისა და სიმშვიდისთვის.

სი ძინპინიმა ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან გამართული ონლაინ ვიდეოჩართვის დროს განაცხადა, რომ „უკრაინის კრიზისი არ არის ის, რისი ხილვაც მას სურს“.

„კონფლიქტი და დაპირისპირება არავის ინტერესში შედის, მშვიდობა და უსაფრთხოება არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაზე მეტად უნდა დააფასოს“, – განაცხადა სი ძინპინმა.