შსს: 21 მარტს თვითიზოლაციის დარღვევის 10 შემთხვევა დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 21 მარტს თვითიზოლაციის დარღვევის 10 შემთხვევა დაფიქსირდა .

თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, სულ 190 ადამიანია გადაყვანილი.

22 მარტის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში სულ 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარულ მეთვალყურეობას კი 291 გადის.

ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 54 ადამიანი, სამი გამოჯანმრთელდა.