საქართველოში სახმელეთო გზით შემომავალ აცრილ მოქალაქეებს PCR ტესტი აღარ დასჭირდებათ

1-ლი დეკემბრიდან აცრილ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის წარდგენის გარეშე შეეძლებათ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო გზით თავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.