პროდუქტის მოპარვის მცდელობა, დარღვევები, მენიუს თვითნებურად ცვლილება – 4 ბაღის დირექტორი გათავისუფლებულია

თბილისის 4 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. საქმე იმაშია, რომ ბაღების სააგენტო ყოველდღიურად ატარებს მონოტორინგს და სწორედ ამ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 109, 50, 169 და 145 ბაღებში ადგილი ჰქონდა დარღვევებს. კერძოდ, სამზარეულო ბლოკში გამოვლინდა საკვები პროდუქტის მოპარვის მცდელობა, ასევე მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებში არსებული დარღვევები, საქმის წარმოებაში არსებული დარღვევები, მენიუს ცვლილება თვითნებურად.

დირექტორები ამბობენ, რომ ბაღებში მონიტორინგი უნებართვოდ შევიდა, თუმცა, როგორც სააგენტოში გვითხრეს, მონიტორინგი ყოველდღიური პროცესია და არანაირი ნებართვა არ სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დარღვევები ვერ დადგინდება.