მსოფლიო ბანკი თბილისის N68 ბაგა-ბაღში

მსოფლიო ბანკი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში არსებული ვითარებებით ინტერესდება – ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის N68 ბაგა-ბაღი მოინახულეს და მიიღეს დეტალური ინფორმაცია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების შესახებ. საბავშვო ბაღის მონახულების შემდეგ, ორგანიზაციის წარმომადგენლებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე შეხვდა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი იყო მსოფლიო ბანკის განათლების სექტორის ახალი პროექტი, რომლის დიზაინზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამავე საკითხზე მომუშავე გუნდთან ერთად. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი დაეთმობა სკოლამდელი აღზრდის განვითარების საკითხებს.

კახაბერ გვანცელაძემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც მომდევნო წლებში განსაზღვრავს სააგენტოს მუშაობის პრიორიტეტებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარება, ავტორიზაციის პროცესი, სტანდარტებთან შესაბამისობა და სხვა.