“არ ვიცით რა იმალება ჩადრის ქვეშ – ტერორისტი თუ ტურისტი…უნდა გამკაცრდეს კანონი!

დარინა ლომინაძე

“მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესის” ხელმძღვანელი

-მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ საკითხზე, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ საქართველოს მოსახლეობის მტკივნეული თემაა. მე ვმეგობრობ ლაზებთან, ირანელებთან, ჩეჩნებთანაც და მელხებთანაც, სხვა ერზე და რჯულზე, რომ აღარაფერი ვთქვა.
მიუხედავად ჩვენი ისტორიულის წარსულისა, კარგად ვიცით როგორ გვაოხრებდნენ ქართველებსა და საქართველოს მუსულმანები.თუ დღეს ჩვენ მეგობრულ ხელს ვუწვდით და სახლის კარებს ფართოდ ვუღებთ, ალბათ საქართველოდან მამლუქებად გაყიდული, ტყვეებად მოტაცებული დედაკაცებისა და ყმაწვილების დამსახურებაა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომელიც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ნაციონალური ლიგის მშვიდობიანი აქციის გამართვის დროს მოხდა. ვფიქრობ, ქართველი კაცის ბუნება თვით ზოგიერთ ქართველს აქვს შესასწავლი. იმ “ობიექტს” პანკისელ ჩეჩენ ვაჰაბისტს ნათლად ეტყობოდა ქართველებისადმი უპატივცემულობა და ცინიკურად მოპყრობა, ვნახეთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებს აქციის წევრ მამაკაცს და რა გამომწვევი სიტყვებით ცდილობს გამოიწვიოს ვითარების დასაძაბად.
ამ “ობიექტმა” კარგად იცის ქართველი კაცის ხასიათი, ამიტომ გამომწვევი ფორმით მიმართა იმ ახალგაზრდა ქართველ ვაჟკაცს, ნათლად ჩანს ვაჟკაცის თავშეკავება და დაგებულ ხაფანგზე ჭკვიანურად გვერდის ავლა. მე არ ვაკრიტიკებ ჩეჩნებს,რადგან მათთან და მელხებთან როგორც ზემოთ ავღნიშნე დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა მაკავშირებს. აღვნიშნავ მათ ჩვენდამი ღრმა პატივისცემასა და რიდს. არ შეიძლება ერი ამ ერთ უზრდელ შანტაჟისთით განვსაზღვროთ, ნათქვამია: “გვარში ერთი მახინჯი ყოველთვის გამოერევაო…” ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო აღმაშენებელზე ჯოგად მოსიარულე პაკისტანელები თუ არაბები, ირანელები თუ თურქები.
ხშირად მიწევს მაგ ტერიტორიაზე სიარული, ვხედავ როგორ იქცევიან, თითქოს უბანი მათი იყოს და არა ქართველების. მათ “ტურისტს” ვარქმევთ, მაგრამ, გაგიგონიათ ტურისტი ხანგრძლივად დაქირავებულ ბინასა და მაღაზია– რესტორნების მეპატრონეებად? ვერ გაივლი თუ საშიში გარეგნობის, საეჭვო ბრბო არ გაარღვიე, თუ შუაგულ ბილიკზე დადგმულ ბანერს ფეხი არ წამოკჰარი, თუ ბორდიურზე მჯდომ პაკისტანელის თუ არაბის გაშლილ სასადილოს თავზე არ გადაახტი.
საშინელება ის არის, რომ ქრისტიანულ–მართმადიდებლურ საქართველოში, ქრისტიან– მართმადიდებლებს “ურჯულოებად” მოგვიხსენიებენ, დროდადრო მათმა მომრავლებამ უფრო ერთმანეთი გააძლიერა და გაათამამა “ტურებივით” გახდნენ. კი, კარგია ტურისტი მაგრამ, არა ამ ფორმით!
არ ვიცით რა იმალება ჩადრის ქვეშ – ტერორისტი თუ ჩვეულებრივი ადამიანი.
მინდა მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესის სახელით ვთხოვო მთავრობას, გაამკაცრონ კანონები უცხოელებზე, განსაკუთრებით მუსულმანებზე მიწებისა და შენობა–ნაგებობების მიყიდვა, რის შედეგადაც საქმდება მათივე ჩამოყვანილი მოდგმა და არა საქართველოს მოქალაქე.
ხელისუფლების ვალდებულებაა მოსახლეობას ხელი შეუწყოთ არსებობაში, ნუ დახარბებით მუსულმანების ფულს, რადგან არავინ იცის ერთ დღესაც როდის იჩენენ თავს ჩვენს დასაწიოკებლად.