ტოჩინოშინს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო მინისტრმა იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკს საქართველოს პარლამენტში გამართულ მიღებაზე გადასცა.

პროფესიონალ ქართველ სუმოისტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

ტოჩინოშინი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

30 მაისს ლევან გორგაძემ ოძეკის წოდება ოფიციალურად მიიღო. ტოკიოში ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

ოძეკი ქართულად ჩემპიონს ნიშნავს და სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას შემდეგ. ლევანი გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი რიკიში, ვინც ეს საპატიო წოდება მიიღო.