„გატუტუცებულო მძღოლო“- ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტის 1 ნომერ ავტობუსში მოქალაქეებსა და მძღოლს შორის სიტყვიერი დავა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ხანდაზმულმა ქალბატონმა მესაჭეს თავში ქოლგა ჩაარტყა, მიზეზი ქალბატონის თქმით მძღოლის მიერ უცენზურო სიტყვა აღმოჩნდა რომელიც მან მისი მისამართით მოისმინა. ჩვენ ვცადეთ მძღოლთან გასაუბრება, თუმცა მან საუბარი არ ისურვა და ყოველივე მოქალაქესს გადააბრალა. როგორც ქალბატონი ამბობს, ავტობუსის მძღოლმა მას უკმეხად მიმართა და ავტომობილი არ გაუჩერა, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია

„ ვიცი გაჩერება არ არის, მაგრამ დავუძახე თუ შესაძლებელია გამიჩერეთ, „სუნკები“ მაქვს თქო, მან კი უკმეხად გადმომძახა- სახლში ხომ არ გინდა მიგაცილებთო, ვითომ არაფერი, არ მივაქციე მის საუბარს ყურადღება, შემდეგ გინება დაიწყო- აწი მალე ოთახში შეყვანას მომთხოვენო და ვერ მოვითმინე… ასე უცენზუროდ რატომ უნდა გვიხსენიებდნენ მგზავრებს კლიენტი თუ ამოდის, მაშინ ყველგან შეიძლება გაჩერება და ჩასვლისას არაა? ჰყავს საერთოდ ქუთაისში ტრანსპოსტს პატრონი? მძღოლები საშინელ დღეში აყენებენ პენსიონრებს, რატომ? მათ ხომ ბილეთი აქვთ და ამ ბილეთის გამო მათ მერია უხდით  საფასურს, რცხვენოდეთ! დაბერდება მისი დედაც და დეიდაც“- აცხადებს მოქალაქე, რომელიც ინციდენტს შეესწრო.