„ანტივაქსერები ფაშისტს მეძახიან“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ანტივაქსერების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მას ანტივაქსერები ფაშისტს ეძახიან.

გამყრელიძე ამბობს, რომ მსგავს რეპლიკებს ყურადღებას არ აქცევს.

„რამდენიმე დღის წინ ანტივაქსერებს ჩემი ფოტოები გამოუტანიათ რუსთაველის გამზირზე და ფაშისტს მეძახიან. ზედ ფეხს აბიჯებენ და დადიან ჩემს სურათებზე.

ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლებში მოვიდნენ ანტივაქსერები, ეცადნენ რომ ჩაეშალათ სხდომები, მაგრამ ვერ ჩაშალეს. არხს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთ არხზე სერიოზული გამოსვლა იყო, სადაც რა არ მეძახეს და ასე შემდეგ. ამას არ ვაქცევ ყურადღებას. თან ახლა ანტიმიკრობული რეზისტენტობის დღეებია და ამაზე ხშირად ვსაუბრობ.

ორი რაღაცა ვაქცინა და ანტიბიოტიკი, ამაზე უკეთესი მეცნიერებას ჯანდაცვაში არაფერი მოუგონია. ამ ორმა გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.