2017 წელს იაპონია სამხედრო ბიუჯეტს რეკორდულად ზრდის

მას შემდეგ, რაც იაპონიის პრემიერი სინძო აბე გახდა, ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს სამხედრო ბიუჯეტის დაფინანსება რეკორდული თანხით მოხდება. თანხამ 5,1 ტრილიონი იენი ანი 44,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ქვეყანა სამხედრო დაფინანსების გაზრდას ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდას და ჩინეთის საზღვაო საზღვართან დარღვევებით, ასევე ქვეყნის ტრიტორიაზე ამერიკის ჯარების განლაგებით ხსნის.

იაპონიის ხელისუფლება სამხერდო ბიუჯეტის ხარჯებს ძირითადად თავდაცვისკენ მიმართავს. დამატებით შეძენილი იქნება რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების დამარცხებაც შეეძლებათ და გაძლიერდება კიბერუსაფრთხოება.

კომენტარის დატოვება