,,საღი აზრი აღარავის დარჩა, დაუჯერებელია – არაპროფესიონალიზმი კლავს” – გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს ეხმაურება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა:

„ახალი გადაწყვეტილებები… კომენტარი რომ დავიწყო, საიდან დავიწყო…

ფაქტია, რომ საღი აზრი აღარავის აღარ დარჩა, დაუჯერებელია. არაპროფესიონალიზმი კლავს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

შეგახსენებთ,  საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, 1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები დაინერგება, რასაც რესტორნების მუშაობის გრაფიკში ცვლილებები უკავშირდება:

რესტორნებს, რომელთაც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.

თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50% მდე გაიზრდება.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან, PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.