გუშინ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, მიშას  50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?- გიული ალასანია

გუშინწინდელთან შედარებით, კიდევ ერთი კილო აქვს დაკლებული, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, ასე უნდა იყოს, არ ვიცი, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა , რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე.

„სისუსტე აქვს აშკარად, მაგრამ მთავარი არის, მისი ეს ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე მაინც, ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი ადამიანს.

ეს არის ძალიან თვალშისაცემი და იმიტომ ილაპარაკა ალბათ ადვოკატმაც. ადამიანი არის რაღაც დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ.

აუცილებელი გზავნილი, იმისი კი არა, ეს ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ – თქვენ, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის, ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით რით? გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამე გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.