,,რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო – საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია” – კარლ ჰარცელი

ის, რაც გუშინ ვნახე, საქართველოს ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოისმინა, იყო ქართველი ხალხის სურვილი, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა.

„გუშინ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ვიტყვი იმას, რომ ის, რაც გუშინ გავიგონე, არის, ბევრი, ბევრი ჩვეულებრივი ქართველი, რომლებსაც სურთ, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა და სწორი ნაბიჯები გადადგას საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ფაქტობრივი და რეალური წინსვლისთვის.

ევროპულმა კომისიამ პარასკევს განაცხადა, რომ იხსნება ევროპული პერსპექტივა უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გამოგვრჩეს ძალიან აშკარა “დიახ“ ევროპული კომისიისგან, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის წევრი,“- აღნიშნა ელჩმა.