მაქვს შესაძლებლობა, ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს – თინა ბოკუჩავა

ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის სულისკვეთებას – მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ვასხივებდეთ ერთობას, ვმუშაობდეთ ერთობისთვის და კონსოლიდაციისთვის, – ეს განცხადება მედიასთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

“მაქვს შესაძლებლობა, ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს. სამწუხაროდ, ამ ნაწილში მიხეილ სააკაშვილს უნდა დავეთანხმო, რომ ერთიანობასთან დაკავშირებით წუხილი არსებობს, რადგან საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტოკრატიული რეჟიმების დამარცხება შესაძლებელია ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების შემთხვევაში. გაერთიანებების ფონზე ოპოზიცია გაცილებით უფრო გაძლიერდება. ჩვენ ასეთ გაერთიანებებს ბიძგი მივეცით“, – განაცხადა  თინა ბოკუჩავამ.