გევედრებით, ნუ აფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას, რუსული გემებისთვის ყველა პორტი დაკეტეთ – ზელენსკი გერმანიას

მხარი დაგვიჭირეთ, რადგან თქვენი სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ აფინანსებთ ოკუპანტს. გევედრებით, ნუ აფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიას და გერმანიის მოქალაქეებს და რუსული გემებისთვის ყველა პორტის დაკეტვა მოითხოვა

,,თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთში ფული აღარ იქნება. თქვენ ვალდებულები ხართ ადამიანები დაიცვათ. როდესაც მოსკოვმა გერმანიისთვის გაზის მიწოდებაზე და მასზე ფასის დაწესებაზე მსჯელობა დაიწყო, თქვენი პოლიტიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებზე გავაფრთხილე. სანქციების აუცილებლობაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი. ევროპელები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ რომ უკრაინელების მოსმენა აუცილებელია, როდესაც ნატოს საზღვრიდან 20 კილომეტრში რუსული ბომბი ჩამოვარდა და როდესაც ოკუპანტებმა ევროპის უდიდესს ატომურ ელექტრო სადგურს ცეცხლი გაუხსნეს.

მხარი დაგვიჭირეთ, რადგან თქვენი სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ აფინანსებთ ოკუპანტს. გევედრებით, ნუ აფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას, რუსული გემებისთვის ყველა პორტი დაკეტეთ, არ მიიღოთ რუსული საქონელი, უარი თქვით რუსულ ენერგო რესურსებზე, მოუწოდეთ რომ უკრაინის ტერიტორია დატოვონ. იმოქმედეთ იმისთვის რომ ჩვენი ქუჩები ისევ უსაფრთხო გახდეს. იმოქმედეთ იმისთვის რომ ბავშვების კისკისი მოვისმინოთ და მათი ღიმილიანი სახეები დავინახოთ. დაგვეხმარეთ რომ ბავშვებმა თავშესაფარში არ ითამაშონ. გვერდზე დაგვიდექით რომ ეს განგაშის ხმა საბოლოოდ გამოვრთოთ. დაგვეხმარეთ რომ კიევი ისევ გახდეს ახალი ბერლინი.” თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას.