„დემოკრატიული ინიციატივა“ „ცენტრისტების“ საერთოდ გაუქმებას მოითხოვს

„დემოკრატიული ინიციატივა“ პოლიტიკური მოძრაობა „ცენტრისტების“ საერთოდ გაუქმებას მოითხოვს.  დღეს „დემოკრატიული ინიციატივა“ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ მოთხოვნით მიმართავს:ინიციატივა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

„26 აგვისტოს, 17:00 საათზე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე, რომელიც გამოიყენებს პარლამენტის წევრთა 1/5-ის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს სარჩელს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებების რეგისტრაციიდან მოხსნა, იგი ავტომატურად არ გულისხმობს, რომ პარტია შეწყვეტს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ისეთ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს როგორიცაა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა“.

 

კომენტარის დატოვება