ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული დასკვნისაგან განსხვავებული პოზიცია წარმოადგინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „2017  წლის  1  დეკემბერს  თბილისში,  ხორავას  ქუჩაზე  მომხდარი  დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის  ფაქტის  შემსწავლელი  საქართველოს  პარლამენტის  დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნის განხილვა გაგრძელდა. კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა  „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული დასკვნისაგან განსხვავებული პოზიცია წარმოადგინა. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვანის  მკვლელობა  ეს  არის  ძალიან  მძიმე  ტრაგედია  საზოგადოებისთვის.

დაიღუპა ორი არასრულწლოვანი და ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტიყველასთვისმინდა გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა დაზარალებული ოჯახების მიმართპარლამენტის წევრებს გვმართებს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა დაისიც უნდა ითქვასრომ ამ ფაქტს არ ჰყავს მხოლოდ 2 დაზარალებული ოჯახივფიქრობდაზარალდა მთელი ქართული საზოგადოებაამიტომ ჩვენმაქსიმალურად უნდა ვეცადოთ როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისითასევე ჩვენი ყველა სახის პოლიტიკური გამოსვლით და მსჯელობითრომ ასეთი რამ თავიდან ავირიდოთ და ეს აღარასდროს განმეორდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი შეფასებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის უპრეცედენტო შემთხვევა. „მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პარლამენტმა,მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით და ოპოზიციის მხარდაჭერითშექმნა დროებითი საგამოძიებო კომისიახაზს ვუსვამეს არის უპრეცედენტო შემთხვევა“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ფაქტის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები და „ქართული ოცნება“ სწორედ ის ძალაა, რომელიც უსმენს საკუთარ საზოგადოებას, მოქალაქეებისმოთხოვნებს და მოქმედებს მათი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად.

კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ დავადგინეთრომ არ ჩატარდა ან დაგვიანებითჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებებიჩვენ მიერ დაისვა საკითხი საგამოძიებო სისტემის ეფექტიანობასთან დაკავშირებითთუმცა არ დადგინდარომადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან ადგილი ჰქონდა რომელიმე პოლიტიკური მოტივითამ საქმეში ჩარევასეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება და მნიშვნელოვანი დასკვნარაც კომისიამ დადგენილად არ მიიჩნიაიმ ხარვეზებიდან გამომდინარე,რაც ჩვენ დავადგინეთ საგამოძიებო უწყებებთან მიმართებაშიშევიმუშავეთ რეკომენდაციებიჩვენ გამოვკვეთეთრომ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებმამ..სთან მიმართებაში იმუშაონ ინტენსიურად და რაც შეიძლება სწრაფად გამოკვეთონ მისი როლი მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებითრეკომენდაციაშევიმუშავეთ სუბელიანთან დაკავშირებითმის მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების შესწავლის საკითხთან დაკავშირებითშესაბამისად გავცემთრეკომენდაციასრომ დაინტერესდეს გამოძიება ამ საკითხითასევეშევიმუშავეთ რეკომენდაციარომელიც უკავშირდება . დაჭრის საქმის ცალკე გამოყოფას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რეკომენდაციებს შორის მან დაასახელა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ საკუთარ უწყებებში სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებისაუცილებლობა, რათა გამოიკვეთოს, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის გადაცდომას და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ჩვენ უნდა ვიცოდეთრა მდგომარეობა გვაქვს ამ საქმის ირგვლივმინდა გითხრათრომ 10 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული დღეისმდგომარეობით ამ საქმესთან დაკავშირებითმათ შორისმირზა სუბელიანიმისი ნათესავი .., მისი ძმამისი მამა და მისი მეზობლები“, – განაცხადამომხსენებელმა.

მან ისაუბრა, თუ რატომ არის ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული დასკვნა პოლიტიკური დოკუმენტი და არაკომპეტენტური. უმრავლესობის წარმომადგენელმა  “ევროპული  საქართველოს“  წარმომადგენლებს  შეახსენა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათ არცერთ გახმაურებულ საქმეზე საგამოძოებო კომისიის შექმნისთვის მხარი არ დაუჭერიათ და ოპოზიციის ყველა შესაბამისი ინიციატივა ჩააგდეს.