ანრი ოხანაშვილი – „ნაცმოძრაობის“ საბოტაჟს წერტილი დაესვა და ყოველთვის დაესმევა – როცა სურთ, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადონ, ამის საშუალება არ მიეცემათ

„ნაციონალური მოძრაობის“ საბოტაჟს წერტილი დაესვა და ყოველთვის დაესმევა – როცა სურთ, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადონ, მათ ამის საშუალება არ მიეცემათ, – ასე ხსნის “ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ძველი შემადგენლობის საკრებულოების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცების გადაწყვეტილებას.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საკრებულოებში მიმდინარე პროცესი ლეგიტიმურია, კანონმდებლობას სრულად შეესაბამება და ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოებს კანონით მინიჭებული საქმიანობის განხორციელების სრული უფლება აქვთ.

“რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობას“ არასდროს ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზეც კი დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მათ არ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული ბიუჯეტი ჩააგდონ, განახორციელონ საბოტაჟი და ასე შემდეგ. პროცესი სამართლებრივად კანონთან სრულ შესაბამისობაშია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.