იგეგმება მწვანე პასპორტის მოქმედების ტრანსპორტში დანერგვა, ეს უნდა გაკეთდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში მწვანე პასპორტების მოქმედება მომავალში ტრანსპორტშიც უნდა დაინერგოს.

როგორც მან „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში აღნიშნა მწვანე პასპორტი საქართველოში თავიდანვე არასწორი მიმართულებით შეიქმნა და მას მხოლოდ ექვსთვიანი ვადა უნდა ჰქონდეს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მწვანე პასპორტების გამოყენება პრაქტიკაში რეალურად დაინერგოს და მას ფიქციური ხასიათი არ ჰქონდეს.

„მწვანე პასპორტის ფუნქცია, რა თქმა უნდა, მარტო რესტორანში შესვლა-გამოსვლა არ უნდა იყოს. ამას ლოგისტიკური დახმარება სჭირდება, რომ სპეციალური აპარატები დამონტაჟდეს საქალაქო ტრანსპორტში, ან მეტროს შესასვლელებში.

ეს მომავალში რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს. ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი ეს იგეგმება, ოღონდ დროში სწრაფად ვერ იქნება. მისი აღსრულება უნდა მოხდეს, ის არ უნდა იყოს, როგორც გვაქვს ბევრი რეგულაცია და არ ხდება მისი აღსრულება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.