ვაქცინები „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ნაკლებად ეფექტური იქნება – „მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი

ვაქცინის მწარმოებელი კომპანია „მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ნაკლებად ეფექტური იქნება.

სტეფან ბანსელის თქმით, ვარიანტში მუტაციების დიდი რაოდენობა გამო შესაძლოა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების კორექტირება გახდეს საჭირო.

„ვფიქრობ, რომ იქნება ეფექტურობის ვარდნა. უბრალოდ არ ვიცი რამდენად დიდი, რადგან ჩვენ უნდა დაველოდოთ მონაცემების შესწავლას, მაგრამ ყველა მეცნიერი, რომელთაც ვესაუბრე, ამბობს მონაცემები არ იქნება კარგი“, – აცხადებს „მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი.