ვაქცინების არჩევითობა არის არასწორი – უნდა იყოს მხოლოდ ერთი ,,ფაიზერის” ვაქცინა – გიორგი ფხაკაძე

ვაქცინების არჩევითობა არის არასწორი – უნდა იყოს მხოლოდ ერთი ,,ფაიზერის” ვაქცინა – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ ,,რუსთავი 2″ -ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვების ვაქცინაცია საქართველოში ნაადრევია.

,,ვაქცინების არჩევითობა არის არასწორი – უნდა იყოს მხოლოდ ერთი ,,ფაიზერის” ვაქცინა. გვაქვს მსოფლიოში ორი საუკეთესო ვაქცინა, ესაა ,,ფაიზერი” და შემდეგ მოდის ,,მოდერნა”. გვაქვს ჩვენ ,,ფაიზერი” და გავაგრძელოთ ვაქცინაცია მისით. ის, რომ ,,ასტრაზენეკას” ან რომელიმე ვაქცინას არჩევენ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, არის დაძველებული ინფორმაცია. თვითონ ექიმებმაც არ იციან ზუსტად რომელი ვაქცინა რა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა.

რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ვფიქრობ ეს ნაადრევია, რადგან საქართველოში არ არის მოსახლეობის ზრდასრული ნაწილი აცრილი. იქნებ გავაკეთოთ კონცენტრირება არა ბავშვებზე, არამედ პედაგოგებზე სამედიცინო პერსონალზე და ასე შემდეგ. სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ აღიარებული ვაქცინა. ,,სინოვაკი” და ,,სინოფარმი” ვერ იქნება სავალდებულო ვაქცინა, მაგრამ ,,ფაიზერი” კი ბატონო” – გაანცხადა ფხაკაძემ.