ყურადღება! 14:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

შსს-ს ინფორმაციით, დღეს დაანონსებული რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქციის გამო, 14:00 საათიდან თბილისში, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

მოძრაობა შესაძლებელი იქნება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე.