მიუნხენში ლავროვმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის პირობებზე ისაუბრა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ოფიციალური მოსკოვი კმაყოფილია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნელ-ნელა რეგულირებით“. მისივე თქმით, უვიზო რეჟიმის დაწესებაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან მას წინ უნდა უსწრებდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და რეგიონში უსაფრთხოების დონის ამაღლება.

-„უვიზო რეჟიმზე საუბრის დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსი და ქართველი სამართალდამცველების ურთიერთთანამშრომლობით, რაც დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია“-განაცხადა მიუნხენში ლავროვმა.