კობა ნაყოფია – სააკაშვილს არაფერი გამოუყენებია პირადი გამდიდრებისთვის, ეს ყველამ იცის, წარდგება სასამართლოზე, ამხელს დანაშაულში დღევანდელ ხელისუფლებას და საინტერესო რაღაცებს მოისმენთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არაჩვეულებრივ პოლიტიკურ ფორმაშია და დარწმუნებულია მისი, ასევე ქართველი ხალხის გამარჯვებაში.

კობა ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, რომ შემდეგ პროცესზე მივიდნენ.

„მას აქვს მოლოდინი, რომ პროცესს დაასწრებენ. ის აუცილებლად წარსდგება ამ პროცესზე. ის ძალიან სერიოზულად ემზადება ამ პროცესისთვის. ვის მიაჩნია ეს საქმე სერიოზულად, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. პიჯაკების თემა უკვე სასაცილო გახდა. კაჩინსკის ვენოკზე, იუშენკოს საპონზე იყო საუბარი. ის გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი და ისევე როგორც სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, აქვს შესაძლებლობა, იმოგზაუროს და ასე შემდეგ. არაფერი მიხეილ სააკაშვილს არ გამოუყენებია პირადი მოხმარებისთვის და პირადი გამდიდრებისთვის, ეს ყველამ იცის. ცხრა პროკურორი ჩამოიყვანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ეძებდნენ მის ანგარიშებს მთელ მსოფლიოში, ვერაფერი დაამტკიცეს. ის წარდგება სასამართლოზე. ის ამხელს დანაშაულში დღევანდელ ხელისუფლებას და ძალიან საინტერესო რაღაცებს მოისმენთ“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს, კობა ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ყველა კითხვას პასუხი გასცა.

თანხების გაფლანგვა მოიკითხეთ „ქართულ ოცნებაში“. ასობით მილიონს იპარავენ ყოველწლიურად. „ქართული ოცნებისნაირი“ კორუმპირებული ხელისუფლება არ ყოლია არავის მსოფლიოშიც. მილიონებს იპარავენ. ჯერ ეს გამოვიძიოთ. „ქართული ოცნება“ თითოეული მოქალაქის ჯიბით იპარავს მილიონობით ლარს ყოველდღე. ნახეთ ტენდერები, შემომწირველები. არავის არაფერი არ გაუფლანგავს. ჯანაშიას შავს ვერაფერს დააბრალებენ. მოუსმინეთ ორ დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.