წიგნი გადაშალეთ რაა, თუ მარტო უნიტაზზე ზიხართ, დააჩხაკუნებთ რაღაცას და გგონიათ რომ მაგრები ხართ?! – გიორგი ფხაკაძე

საერთოდ ვერ გავიგე ბატონ შალვა ნათელაშვილს ჩემთან რა უნდა, 30 წელიწადია ეს ქვეყანა ვერ დალააგეთ – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ,,ფეისბუქის” ლაივს ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირად ცდილობს რომ ყველასთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს საზოგადოებას უახლესი კვლევების შესახებ.

,,ბატონ შალვას პატივისცემა, პოლიტიკოსია, ღმერთმა გაუმარჯოს. რასაც აკეთებს, ეს ჩემი საქმე არ არის. დავიღალეო და ჩვენც დავიღალეთ დაულაგებელი ქვეყნით. შეჩვეულები ხართ ტყუილებს და არ დაიღალეთ ამდენი ტყუილებით? მისი უაზრო კომენტარი რომ დადეს, ბატონო შალვა თქვენგან გავიგე პირველად სწორი პასუხიო. რა პასუხი?!  რა იყოთ ბატონო შალვა, ანტივაქსერების ხმა მოგინდათ?! მესმის გაუნათლებლობა, მაგრამ ამ დონის?!

წიგნი გადაშალეთ რაა, თუ მარტო უნიტაზზე ზიხართ, დააჩხაკუნებთ რაღაცას და გგონიათ რომ მაგრები ხართ?! უნიტაზის მკვლევარები, უნიტაზის ექსპერტები ხართ.

ვარსკვლავიც გამიხსნეს თურმე რუსთაველზე, გადამიარეს ზედ. მერე? კი ბატონო, გადამიარეთ, მაგრამ ამით მე რა?! მე საფრანგეში ვარ, კარგად ვარ.

მე ყველანაირად ვცდილობ, რომ უახლესი კვლევები აგიხსნათ ადამიანურ ენაზე, თუ რა სირთულეები და პრობლემებია.” – განაცხადა ფხაკაძემ.