საქალაქო სასამართლოსთან 29 ნოემბერს დაკავებულ ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა – იგი შიმშილობას იწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე დაცვის მხარე თამლიანისთვის გირაო-ს შეფარდებას ითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

პროკურორის განცხადებით, მიმალვისა და სხვა საფრთხეების თავიდან აცილება მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიებით იქნებოდა შესაძლებელი.

ამასთან, ადვოკატმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად, ბესიკ თამლიანი შიმშილობას იწყებს.