„მიშას გუნდმა გაიმარჯვა“

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილე 50 წევრიდან  25-მა 7 ათასიანი ყრილობის ჩატარებას და ახალი თავმჯდომარის აურჩევლობას დაუჭირა მხარი.

24-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. ერთმა  ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

„ნაციონალურ მოძრაობაში” ყრილობის ჩატარებასთან და პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშრებით აზრი ორად არის გაყოფილი.

პარტიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყრილობა უნდა ჩატარდეს დაახლოებით 7 ათასი მონაწილით, მაგრამ არ უნდა იყოს არჩეული პარტიის თავმჯდომარე. მეორე ნაწილის აზრით კი, ყრილობას უნდა ესწრებოდეს მაქსიმუმ 2200 დელეგატი და  ყრილობამ მიხეილ სააკაშვილის შემცლელი, პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

-“ჩვენმა იდეამ გაიმარჯვა 25-ით 24!!! პარტიის ყრილობა ჩატარდება 7000ზე მეტი დელეგატით!”-წერს გირშელ ბართაია სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება