რა ხდება ბათუმში და რამ აღაშფოთა სოციალური ქსელი?

ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქმომხმარებლის მიერ  გამოქვეყნებულ თოჯინის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

15220111_800004336805089_3835409501155200377_n 15319043_800004213471768_1902821564485237185_n

-„ყურადღებით იყავით!!!
ეს უბედურება ბათუმშია შეძენილი!!!“-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი.

კომენტარები, რაც ფოტოზე დაიწერა თითქმის ყველა ერთი შინაარსისაა:

-„შემომტანი უნდა მოიძებნოს და დაისაჯოს უმკაცრესად…..
ამას ბავშვის ფსიქიკის გადაგვარება არ ჰქვია, ხალხო???“

საზოგადოების ნაწილი კი ფაქტს დალესის გეგმის ნაწილად მიიჩნევს.

 ვინ იყო დალესი და რა გეგმაზეა საუბარი?

ალენ დალესის მიერ შემუშავებული ამერიკის II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, იგვე მასონური სამოქმედო გეგმა,

(ნაწყვეტი)
დავთესავთ რა ქაოსს, ჩვენ შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვჰყოფთ, რათა ირწმუნონ ეს მცდარი ფასეულობანი…
ამისათვის ჩვენ მოვძებნით ჩვენს თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ.
ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა. “ლიტერატურიდან”, ხელოვნებიდან ჩვენ მაგალითისათვის, ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღრმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები -ყველაფერი ეს უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს,
ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და წინ წამოვსწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც დაამკვიდრებენ და ადამიანთა ცნობიერებაში დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს-ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას;
შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილ იქნებიან სათნოების სიმაღლეზე.
პატიოსნება და წესიერება, გადაიქცევა რა წარსულის გადმონაშთად, გამასხარავებულ იქნებიან და ისინი არავის დასჭირდება.
უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორისადმი ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთაშორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა.
ყოველივე ამას ჩვენ ოსტატურად და შეუმჩნევლად განვავითარებთ, ეს ყველაფერი აყვავდება მძაფრ ფერებში.
და მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ კიდეც იმას, რაც ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირალებად….
ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი.
ახალგაზრდებისაგან ჩვენ შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ, ჯაშუშებსა და მოღალატეებს.

როგორც ფოტოს ავტორმა გვითხრა თოჯინა ერას მოედანთან ახლოს მდებარე მაღაზიაშია შეძენილი. ხომ არ არის თოჯინა წუნი? ჩვენ უკვე დავუკავშირდით ბათუმში ჟურნალისტებსა და არასამტავრობო ორგანიზაციებს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანაცე გაგაცნობთ.

კომენტარის დატოვება