სერგეი ლავროვი: საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება NATO-ში ნაღმია ევროპული უსაფრთხოებისთვის – „ნატო” უახლოვდება რუსეთის საზღვრებს და ბრუნდება სამხედრო დაპირისპირების კოშმარულ სცენარი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვის განცხადებით, 2008 წელს NATO-ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.

ამის შესახებ ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

„სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა უარსედება. NATO უარს ამბობს დაძაბულობის განმუხტვის ჩვენი კონსტრუქციული შეთავაზებების განხილვაზე. პირიქით, მათი სამხედრო ტექნიკა უპასუხისმგებლოდ უახლოვდება რუსეთს საზღვრებს. ბრუნდება სამხედრო დაპირისპირების კოშმარულ სცენარი, რომელიც ჩვენმა კონტინენტმა უკვე გადაიტანა „ნატოს” ორმაგი გადაწყვეტის შემდეგ.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმისა, რომ საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება NATO-ში, არის  ნაღმი ევროპული უსაფრთხოებისთვის.

ერთხელ 2008 წლის აგვისტოში უკვე გამოვლინდა, როდესაც პერსპექტივის ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ავანტიურა, რომელიც უმძიმესი შედეგებით შემოუბრუნდა თვითონ საქართველოს და ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა ცუდ ზღვარზე მიიყვანა.

ის, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებენ, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, ეს ხალხი ცეცხლს ეთამაშება. დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია, ამას ვერ აცნობიერებდნენ. ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რუსეთთან წინააღმდეგობის ქცევა კატეგორიულად მიუღებელია. აშშ-სთან დიალოგის დროს ვიმუშავებთ იმაზე, რომ გამოვრიცხოთ ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით,”- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.