ამ რეგვენზე დახარჯული ფული არის გაფლანგული ფული – რეგვენს რაც არ უნდა სახარება უკითხო, მაინც რეგვენი დარჩება – გიგი უგულავა რატი ბრეგაძეზე

ამ რეგვენზე დახარჯული ფული არის გაფლანგული ფული – რეგვენს რაც არ უნდა სახარება უკითხო, მაინც რეგვენი დარჩება – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

,,სააკაშვილს რასაც აბრალებენ ეს შეიძლება დავაბრალოთ ყველა პრემიერ-მინისტრს და პრემიერს. მაგრამ თუ შევადარებთ დახარჯულ ფულს რატი ბრეგაძეზე, ამ რეგვენზე დახარჯული ფული არის გაფლანგული ფული და ამაში ნამდვილად უნდა მოსთხოვო სააკაშვილს. რეგვენს რაც არ უნდა სახარება უკითხო, მაინც რეგვენი დარჩება სიცოცხლის ბოლომდე” – განაცხადა უგულავამ.