იაგო ხვიჩია – პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური იყო იმის გათვალისწინებით, თუ რა ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“

პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური იყო იმის გათვალისწინებით, თუ რა ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, „გირჩი“ სანქციების მომხრე არ არის, ყველაზე ცუდი კი ის იქნება, თუ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოზე „ხელს ჩაიქნევენ“.

„ზოგადად არ ვართ სანქციების დაწესების მომხრე არ ვართ და საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ, მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს, ის არის, რომ შეიძლება ხელი ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე და აქედან პარტნიორები საერთოდ წავიდნენ. ამას ჯობია ყველაფერი. ამას ჯობია, რომ „ქართლი ოცნების“ ყველა წევრს დაუწესონ სანქციები“, – განაცხადა ხვიჩიამ.