სალომე სამადაშვილი – მიშელის შეთანხმებას ხელს რომ აწერდა, მაშინ არ იყო კობახიძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი?

მიშელის შეთანხმებას ხელს რომ აწერდა, მაშინ არ იყო კობახიძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი?! – რა შეიცვალა აპრილის შემდეგ, თუ მას შემდეგ შეიძინა ისეთი კვალიფიკაცია, რომ დღეს საკუთარ თავს უფლებას აძლევს ამერიკის ელჩს დაუწუნოს კომპეტენცია საკონსტიტუციო სამართლის სფეროში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” დასავლელი პარტნიორების თვალში კომიკური ხდება.

“როცა დასავლელი პარტნიორები ამბობენ იმას, რაც “ქართული ოცნების” დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, “ქართულ ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ სუვერენული ქვეყანაა საქართველო და მათ უფლება არ აქვთ მითითებები გასცენ, ახლა როგორც ჩანს, გადავიდნენ უკვე კომპეტენციის სფეროში. ირაკლი კობახიძესთან ერთი შეკითხვა მაქვს, მიშელის შეთანხმებას ხელს რომ აწერდა, მაშინ არ იყო საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი?! რატომ მოაწერა ხელი “ქართულმა ოცნებამ” შეთანხმებას, რომელიც შემდეგ კობახიძემ გამოაცხადა არაკონსტიტუციურად? დღეს აღმოაჩინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლის პრინციპებს? საინტერესოა, რა შეიცვალა აპრილის შემდეგ, აპრილში იყო ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი თუ მას შემდეგ შეიძინა ისეთი კვალიფიკაცია, რომ დღეს საკუთარ თავს უფლებას აძლევს ამერიკის ელჩს დაუწუნოს კომპეტენცია საკონსტიტუციო სამართლის სფეროში?! მგონი, უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი. “ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე ყოველდღიურად ხდება კომიკური, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში და რაც სწრაფად შეცვლის საკუთარ დამოკიდებულებას მათ შორის, იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მით უკეთესია „ქართული ოცნების“ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ინტერესებშია დღეს მიიღონ ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელზეც შევთანხმდით,”- განაცხადა სამადაშვილმა.