“ოპოზიციაში უნდა დავიწყოთ კამპანია “არ შევეკვრები ბიძინას”!”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით ნებიერიძე ყველას მოუწოდებს “წინასაარჩევნოდ არ შეეკრან ბიძინა ივანიშვილს”.

-წინა საარჩევნოდ ოპოზიციაში უნდა დავიწყოთ კამპანია “არ შევეკვრები ბიძინას”!

საპროტესტო ამომრჩეველი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პარტია რომელსაც ის ხმას აძლევს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში არ მიეყიდება ბიძინას, არ დასთანხმდება ქოცებთან ერთად უმრავლესობის ფორმირებას და არ იმუშავებს ბიძინას ხელისუფლების შენარჩუნებაზე.

ეს იქნება ლუსტრაციის დოკუმენტი!” – აცხადებს ნებიერიძე.