სოფელ ზეღდულეთში ხმაურია – მოსახლეობა პროტესტის ნიშნად ავტობანის გადაკეტვას აპირებს – ადგილობრივები ისევ გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში დილიდან ხმაურია. ადგილობრივები ისევ გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ისინი ცოტა ხანში ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმართულებით დაიძვრებიან, რათა პროტესტის ნიშნად ავტობანი გადაკეტონ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ინვესტორის გარდა, მიწების დიდი ნაწილი სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ბერიანიძემ ჩაიგდო ხელში და მოსახლეობა საძოვრების გარეშე დატოვა. სოფელში სამართალდამცველების განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული. პოლიციის დანაყოფებია განლაგებული ცენტრალურ ავტომაგისტრალთანაც.