“მაცნობეს, რომ ვიღაც ახალგაზრდა მეუფე უკვე არჩეულია საქართველოს პატრიარქად“

მანანა ორბელიანი

უფლებადამცველი

შექმნილია უკიდურესი ვაკუმი ბერლინის კლინიკაში  მყოფ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიაქი ილია II მკურნალობასთან დაკავშირებით. საპატრიარქოდან მოწოდებული ინფორმაცია მეტად  მწირეა. არაოფიციალურად შეგროვებული ინფორმაციის თანახმად პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ამპუტირების უსისხლო ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს 2017 წლის 13 თებერვალს, თბილისის დროით 11 საათზე. პატრიარქის ჯამრთელობის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირების საკითხში ხელისუფლებაც პირქუშად დუმს. საქართველოს  პატრიარქი ერის სულიერი მამა და საზოგადო მოღვაწეა, მისი ჯამრთელობის ირგვლივ ინფორმაცია ღიაა.მინიმუმ საზოგადოებრივი მაუწყებელი და საპატრიარქოს ტელევიზია ვალდებულნია უტყუარი ინფორმაცია მიაწოდონ ხალხს, ეხლა უკვე გერმანიის კლინიკის ექიმების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ. და არგვასმენინოს გენმანიიდან, პატრიარქის ექიმად მონათლული,  ქალბატონ ცისანა შარტავას უადგილო განმარტებები .

საქართველოს ხილული და უხილავი ხელისუფლების გაასაგონად ვაცხადებ, რომ  ა ვ ჯ ა ნ ყ დ    ე ბ ი!, გახსენით ინფორმაციული ვაკუმი და უზრუნველყავით ბერლინიდან პირდაპირი ჩართვით კომპეტენტურ გერმანელ მედიკოსტა აზრის მოწოდება.;

1.როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, პატრიარქზე ჩასატარებელი ოპერაციის ირგვლივ და რატომ ასე და არა სხვაგვარად?

  1. გერმანელი კლინიკის ექიმები, როგორ პოსტოპერაციულ შედეგზე არიან ორიენტირებულნი?

საქართველოს პატრიარქი უვნებლად უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ბუმბერაზი შვილის, პატრიარქ ილიაIIმკურნალობის უსაფრთხოების მაჯისცემაზე მორწმუნე ქრისტიან ერს სურს ეჭიროს ხელი.

 და ბოლოს,  „ყველაზე კარგად ინფორმირებული საზოგადოების მიერ, მაცნობეს, რომ ვიღაც ახალგაზრდა მეუფე უკვე არჩეულია საქართველოს პატრიარქად“.