როცა თქვენი ოჯახის წევრები ადამიანებს ხვრეტდნენ, ჯანსუღ ჩარკვიანი ჰიმნს უძღვნიდა თავისუფლებას – თაკო ჩარკვიანი წულუკიანს

,,როდესაც თქვენი ოჯახს წევრები ადამიანებს ხვრეტდნენ, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 1972 წელს ჰიმნს უძღვნიდა თავისუფლებას” – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს.

,,რამდენჯერმე პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის საფლავი მოიხსენია უდიერად და მე მას ვუთხარი, რომ ყოველ დილით თითო შედეგს დავუდებ ჯანსუღ ჩარკვიანისას.

სულ, რომ არაფერი რომ არ დაეწერა პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს, არც ერთი სტრიქონი, გარდა იმ ერთი ლექსისა, რომელიც 1972 წელს დაწერა, როდესაც გარეთ თავისუფლების ფოთოლი არ შრიალებდა და ის ამბობდა, რომ ტყვია მიზანში მოსახვედრია და თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია.

როდესაც თქვენი ოჯახის წევრები ადამიანებს ხვრეტდნენ, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 1972 წელს ჰიმნს უძღვნიდა თავისუფლებას, ეს არის პასუხი, ჩემო ჯალათეა”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.